ეროვნულ ლიგაში ბათუმის კონკურენტი, „თბილისის დინამო" ლოკომოტივთან დამარცხდა

19 ოქტომბერი 2019, 20:35 2539 ნახვა

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 31-ე ტურში, თბილისის ,,დინამომ'' თანაქალაქელ ''ლოკომოტივს'' საკუთარ მოდანზე უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით, 0-1 წააგო. პირველმა ნახევარმა მომენტების გარეშე ჩაიარა და უგოლო ფრედ 0-0 დასრულდა.

მეორე ტაიმის ბოლოს, ლოკომოტივმა შეტევებს უმატა და გოლის გატანაც შეეძლო. ერთადერთი გოლი, შეხვედრის კომპენსირებულ დროზე, 94-ე წუთზე თორნიკე კირკიტაძემ გაიტანა და ,,დინამოს'' მნიშვნელოვანი ქულა წაართვა. 31 ტურის შემდეგ, თბილისის ,,დინამოს'' 62 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა.

ბათუმის დინამო 31-ე ტურის მატჩს ხვალ გორში, ადგილობრივ ,,დილასთან“ გამართავს . შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება. ბათუმელებს ამ დროისთვის 62 ქულა აქვთ და გამარჯვების შემთხვევაში, უშუალო კონკურენტს - თბილისის დინამოს, 3 ქულით გადაასწრებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში