"რუსეთის საოკუპაციო ძალები აგრძელებენ უკანონო ბორდერიზაციის პროცესს"- სუსი

19 ოქტომბერი 2019, 12:13 1151 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელს  ატოცში არსებულ ვითარებასთანა დაკავშირებით ამოქმედდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. 

„რუსეთის საოკუპაციო ძალები აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. ამჟამად, ისინი უკანონო ბორდერიზაციის პროცესს ახორციელებენ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია "ცხელი ხაზი" და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სოფელ ატოცში დღეს დილიდან რუსი სამხედროები გამოჩნდნენ და ლითონის ბადეები მიიტანეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი