ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონია

17 ოქტომბერი 2019, 21:30 1971 ნახვა

მაროკოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 57კგ წონით კატეგორიის ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა! ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა იაპონელი კანაკო ჰაკამატა დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.

ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტმა ნახევარფინალში სამხრეთ კორეელი მეტოქეს სძლია.

მაროკოში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა. დღეს კიდევ 5 ქართველი გამოვა ტატამზე 70კგ - მარიამ ჭანტურია გამოვა , 81კგ - ვლადიმერ ახალკაცი, ტატო გრიგალაშვილი, 90კგ - ლაშა ბექაური, მიხეილ ბექაური იჭიდავებენ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში