ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარში აღდგენითი სამუშაოები გრძელდება. მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით სამუშაოები 9 ლოკაციაზე მიმდინარეობს. შედარებით მძიმე მდგომარეობა იყო ჭარნალში, კალენდერეს დასახლებაში, ახალსოფელსა და ერგეში. დღის 2 საათისთვის თხილნართან დამაკავშირებელი გზა სრულად აღდგა. მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ორი ოჯახი საცხოვრებლად ქირით გაიყვანეს. ამჟამად ადგილზე გეოლოგები მუშაობენ და მიმდინარეობს ზარალის დათვლა.