მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში მზიანი და თბილი ამინდი იქნება.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო კურორტებზე +24, +26 გრადუსია მოსალოდნელი, მთაში +21, +23, დასავლეთის დაბლობზე +26, +28, აღმოსავლეთის ბარში +23, +25 გრადუსს შორის იმერყევებს.
თბილ და უნალექო ამინდს საქართველოზე მოქმედი ანტიციკლონი განსაზღვრავს, რომელიც უმეტესად მზიან ამინდს განაპირობებს.
ზღვის წყლის ტემპერატურა 22 (გრილი) გრადუსია. მზის UV index #6 (ნორმის ფარგლებში) გასარუჯად კარგი.