რუსეთთან ფრენები რაც უფრო მალე აღდგება მით უკეთესი - დავით ზალკალიანი

10 ოქტომბერი 2019, 13:11 2162 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენის მომხრეა, უფრო მეტიც, დავით ზალკალიანი ამბობს, რომ რაც უფრო მალე აღდგება ფრენები მით უკეთესი იქნება, როგორც საქართველოსთვის ასევე რუსეთისთვის. 

''ეს პოზიცია დავაფიქსირე ნიუ-იორკში შეხვედრის დროს და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო. შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, 20 ივნისის შემდეგ გამნვითარებულ პერიოდში არცერთი რუსი მოქალაქის მიმართ არ ყოფილა არანაირი არც ძალადობის და არც შეურაცხყოფის ფაქტი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ფრენები უნდა აღდგეს, რადგანაც ჰუმანიტარული ურთიერთობები და ტურიზმის განვითარება ეს არის ორმხრივად ხელსაყრელი. ეს არ უნდა იყოს ბარიერი ურთიერთობებში და სადაც ადვილად შეიძლება ამ ბარიერების მოხსნა უნდა მოიხსნას'' - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები  8 ივლისიდან ოფიციალურად შეწყდა. აკრძალვების შესახებ ბრძანება რუსეთის პრეზიდენტმა 21 ივნისს გამოსცა.

აგვისტოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა საქართველოში, წინა წელთან შედარებით გაზრდილია. რუსული ტურისტული ემბარგოს ფონზე კი რუსი ტურისტების რიცხვი მხოლოდ 6 პროცენტით შემცირდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი