20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებულად გაცილებით მეტი სამართალდამცავია ცნობილი, ვიდრე აქციის მონაწილე - ამის შესახებ პროკურატურის ინფორმაციაზე დაყრდნობით საია-ში აცხადებენ.
არასამთავრობო ორგანიზაციები სამართლებრივ შეფასებას ამზადებენ, რომელშიც ყველა ის კითხვის ნიშანი მოხვდება, რაც ბოლო პერიოდია ამ აქციის გამოძიებას უკავშირდება.
სხვათა შორის სტატუსი მაკო გომურსაც კი არ აქვს მინიჭებული - არადა ეს ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე და ცხადი ფაქტია. დაზარალებულად არ უცნიათ კიდევ ერთი მოქალაქე გიორგი სულაშვილი, რომელმაც ამ აქციისას ასევე დაკარგა თვალი. სტატუსი არ მიუნიჭებიათ დაშავებული ჟურნალისტების უმეტესობისთვისაც.