კომისიას, რომელიც მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატების საბუთებს სწავლობს -უნდობლობას უცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. პარტიამ სარჩელით სასამართლოს უკვე მიმართა. თვლიან რომ კომისია კანონდარღვევით დაკომპლექტდა. ოპოზიციაში ირწმუნებიან, რომ საკითხზე ფრაქციასთან კონსულტაციები არ გამართულა.