„დინამოელების“ შეხვედრა 1-1 დასრულდა /ფოტო/

07 ოქტომბერი 2019, 08:00 3665 ნახვა

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 30-ე ტურის ცენტრალური დაპირისპირება ბათუმში გაიმართა.

ანგისის საფეხბურთო ბაზაზე ბათუმის ,,დინამომ’’ უშუალო კონკურენტს თბილისის ,,დინამოს’’    ფრედ 1:1 ეთამაშა.

პრინციპული შეხვედრის პირველი ნახევარი უგოლო  ფრით 0:0 დასრულდა. 

შეხვედრის 55-ე წუთზე დინამოელთა მცველმა დარტყმულ ბურთს ხელით გადაეღობა და დედაქალაქელების კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც ჯოვინო ფლამარიონმა ზუსტად შეასრულა.

84-ე წუთზე ანგარიში შეცვლაზე შემოსულმა ლევან მჭედლძემ გაათანაბრა.

ამ დროისთვის გია გეგუჩაძის გაწვრთნილ ბათუმის ,,დინამოს’’ 62 ქულა აქვს თბილისის ,,დინამოსთან’’ ერთად, თუმცა ბათუმელები ურთიერთშეხვედრებში კარგი შედეგის გამო პირველ ადგილზე იმყოფებიან.

ბათუმის ,,დინამო’’ შემდეგ შეხვედრას 20 ოქტომბერს გასვალზე გორის ,,დილასთან’’ გაამართავს.

დაჭირე ფოტოს :

„დინამოელების“ შეხვედრა 1-1 დასრულდა

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში