''აჭარის მაუწყებლის მრჩევლების შესარჩევად კომისია კანონდარღვევით შეიქმნა“-გია აბულაძე

06 ოქტომბერი 2019, 12:35 1249 ნახვა

,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრების შესარჩევად  კომისია  კანონდარღვევით დაკომპლექტებული  “- აცხადებს  უმაღლესი საბჭოს  დეპუტატი. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი,  ამბობს, რომ  კომისიის შექმნამდე ფრაქციებთან კონსულტაციები უნდა გამართულიყო, თუმცა მსგავსი შეხვედრა როგორც გია აბულაძე აცხადებს  არ გამართულა. დეპუტატის განცხადებით ისინი ფაქტს    სასამართლოში გაასაჩივრებენ. 

ფრაქციას ორი მოთხოვნა აქვს -  კომისიის შექმნის აქტის ბათილად ცნობა და სარჩელის განხილვამდე კომისიის მუშაობის შეჩერება.  ბრალდებას უპასუხა დავით გაბაიძემ, თუმცა სატელევიზიო კომენტარზე  უარი გვითხრა. წერილობით  კი განმარტა, რომ   კომისია კანონის სრული დაცვით დააკომპლექტა, და თუ კი დეპუტატი თვლის , რომ დარღვეულია მისი უფლება, შეუძლია მიმართოს სასამართლოს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში