სამი მუხლით აღიძრა საქმე დეპუტატის მიერ ჩადენილ სექსუალური ძალადობის სავარაუდო ფაქტზე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თამთა თოდაძის განცხადების საფუძველზე ძალადობის, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და სხვისი ნივთის დაზიანების მუხლებით დაიწყო.
თამთა თოდაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის თანაშემწე იყო. შესაძლო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი აცხადებს, რომ შემთხვევა სექტემბერში , ,ქართული ოცნების“ ოფისში მოხდა.