მნიშვნელოვანი ჩანაწერი საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების თვალსაზრისით

05 ოქტომბერი 2019, 12:20 2050 ნახვა

ამერიკის სენატმა ასიგნირების დოკუმენტი მოამზადა, რომლის მიხედვითაც საქართველოს წელს გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად  გაზრდილი თანხით დაეხმარება. წელს საქართველოსთვის  132 მილიონი ამერიკული დოლარია გამოყოფილი რაც გასულ წელთან შედარებით 5 მილიონით მეტია.

თანხას საგარეო თავდაცვას მოხმარდება. ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით დოკუმენტი არამხოლოდ ფინანსური არამედ პოლიტიკური კანონია. რაც იმაში გამოიხატება რომ  საქართველოს სუვერენიტეტს ითვალისწინებს და  იმ ქვეყნების მიმართ დახმარების კრძალვას  ვინც აფხაზეთსა და ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებს. ამ დოკუმენტის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბათუმში სამუშაო ვიზიტზე ყოფნისას გააკეთა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი