სარფში მოქალაქის ჩხრეკისას და ხელჩანთის დათვალიერებისას არადეკლარირებული ოქრო იპოვეს 

04 ოქტომბერი 2019, 15:47 1849 ნახვა

5 დღეში, მაკონტროლებლებმა 20 000 ლარზე მეტი ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების საზღვარზე შემოტანის რამდენიმე ფაქტი დააფიქსირეს. 29 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით ჯამში 199,9 გრამი ოქრო ამოიღეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სარფში, ''წითელ ხიდსა'' და  ,,გუგუთში“, ეჭვისა და რისკის პროფილის საფუძველზე, აზერბაიჯანის, რუსეთისა და საქართველოს შეამოწმეს. არადეკლარირებული ოქრო კი,  მოქალაქეების ფიზიკური და მათი კუთვნილი ხელჩანთების დათვალიერებისას იპოვეს.  

„სარფში“ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებული საქმის მასალები, შემდეგი რეაგირებისთვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

''საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სხვა სამართალდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით შეეფარდათ ფულადი ჯარიმა, ჯამში 13,545.84 ლარის ოდენობით'' - წერია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი