რატომ დაურეკა ღამის 12 სათზე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დეპუტატს? - კამათი უძილო ღამეებზე

04 ოქტომბერი 2019, 12:11 6819 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა ბიუროს სხდომაზე იკამათეს. კამათი აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრების შესარჩევი კომისიის დაკომპლექტების საკითხს მოყვა. 

საკანონდებლო ორგანოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე და ''ნაციონალური მოძრაობის'' დეპუტატი, ელგუჯა ბაგრატიონი ერთმანეთში არკვევდნენ, ითვლება თუ არა ღამის 12 საათზე განხორციელებული სატელეფონო საუბარი კონსულტაციად.

დიალოგი ასე წარიმართა:

ელგუჯა ბაგრატიონი: როდის გამოაცხადე კონკურსი გახსოვს, კომისია, რომ იყო შესაქმნელი არ იცოდი?

დავით გაბაიძე: არაა მასე. კომისია იქმნება საბუთების მიღების ვადის ამოწურვის შემდეგ. 

ელგუჯა ბაგრატიონი: გავიგე, მაგრამ ხომ იცოდი. მანამდე, რომ დაგეწყო კონსულტაციები არ შეიძლებოდა. 

დავით გაბაიძე: მასე 5 წლის წინაც კი ვიცოდი, რომ კონკურსი გამოცხადდებოდა. 

ელგუჯა ბაგრატიონი: რომ თქვი ფრაქციებთან კონსულტაციები უნდა გავიაროო, ჩვენს ფრაქციასთან გაიარე?

დავით გაბაიძე: ​ კომისიის შექმნის წინა დღეს მე დავურეკე ელგუჯა ბაგრატიონს, შემიძლია ამოვიღო და ზარი გაჩვენოთ

ელგუჯა ბაგრატიონი: კი ბატონო ღამის 12 საათზე დამირეკე, მეც გაჩვენებ. 

დავით გაბაიძე: ​ კი ბატონო, ღამის 12 საათზე დავურეკე და ვუთხარი, საკონკურსო კომისიის 4 წევრი უკვე მოვიფიქრე, იცის ვუთხარი, რომ შექმნილი აჟიოტაჟის ფონზე მაინც და მაინც დიდი სურვილი არ ჰქონდ აბევრს. გარდა ამისა რამდენიმემ უარიც მითხრა, მათ შორის ანა მდინარაძემ. გითხარი, რომ 4 წევრი მყავს, მეხუთე წვერზეც ვფიქრობ, მინდა არასმთავრობო სექტორის წარმომადგენელი, უნდა შევუთანხმდე. როგორც კი მზად მექნება ჩემი პროექტი გადმოგიგზავნითქო. 

ელგუჯა ბაგრატიონი: შენ მაგას იტყუები, რომ მელაპარაკე ღამის 12 საათზე, მითხარი რომ 5 წევრი შერჩეული მყავსო, შენც მითხარი, რომ ძაან ვიწვალეო...

დავით გაბაიძე: ​ ღამის 12 საათზე გესაუბრე, მაგრამ სია როდის ჩაგიგდე? 

ელგუჯა ბაგრატიონი: საათი აწერია და დღე ამ მესიჯს, რას ვიტყუები?

დავით გაბაიძე: ​ და რომელ საათზეა სია ჩაგდებული? დილით ჩაგიგდე.

ელგუჯა ბაგრატიონი: ​​ხოდა მეხუთე წევრზე, ღამით პირველ საათზე გქონდა კონსულტაციები? 

დავით გაბაიძე: ​ მე მერე შევუთანხმდი ლევან გობაძეს და ჩავსვი სიაში. ე.ი მქონია შენთან კონსულტაციები, საერთოდაც კანონი შენს თანხმობას არ ითვალისწინებს.  

ელგუჯა ბაგრატიონი: შენ თუ კონსულტაციას ღამის 12 საათზე დარეკვას ეძახი... თუ კოლეგებო სხვა რამეა კონსულტაცია? გეძინა და ისე ატარებდი კონსულტაციებს. დილამდე არ გეძინა და ისე გადაწყვიტე. 

დავით გაბაიძე: ელგუჯა შენსგან განსხვავებით მე ღამით არ მძინავს, როცა საკითხებია გადასაწყვეტი. 

ელგუჯა ბაგრატიონი: ღამით რომ არ გძინავს მაგაში დარწმუნებული ვარ, შენ და მთელი მთავრობა ხალხის კეთილდღეობის გამო ათენებთ ღამეებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში