ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „დუდელანჟისა“ და „ყარაბაღის“ მატჩი ლუქსემბურგში დროებით შეწყდა. მიზეზი ტრიბუნებიდან სომეხი გულშემატკივრების მიერ გაშვებული დრონი იყო, რომელზეც მთიანი ყარაბაღის დროშა ფრიალებდა.
ამ ფაქტმა სტუმართა გუნდის უკმაყოფილება გამოიწვია. მატჩის მთავარმა არბიტრმა თამაში შეაჩერა და გუნდები მოედნიდან გაიყვანა. თამაში რამდენიმე წუთის შემდეგ განახლდა. პერფორმანსი სომხურ ფანკლუბს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი, რაზეც მათ ფეისბუქგვერდზე მატჩამდე გამოქვეყნებული პოსტი გვამცნობდა:
„FAF-მა და ჩვენმა ბიჭებმა ბელგიიდან მოამზადეს აქცია აზერბაიჯანის გუნდის, „ყარაბაღის“ თამაშზე. გირჩევთ, რომ შეხვედრას თვალი ადევნოთ”, – წერია ფანების გვერდზე.
მატჩი საბოლოოდ „ყარაბაღის“ გამარჯვებით 1:4 დასრულდა