ბორჯღალოსნები ფიჯის ეროვნულ ნაკრებთან დიდი ანგარიშით დამარცხდნენ

03 ოქტომბერი 2019, 11:09 1652 ნახვა

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე  საქართველოს ნაკრებმა მესამე შეხვედრა ითამაშა. ბორჯღალოსნები ფიჯის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით  10:45   დამარცხდა.

პირველი ნახევარი საქართველომ 3:7 დათმო ,ხოლო მეორე ტაიმი  მოულოდნელად ბორჯღალოსნებმა 7:38    წააგეს. საქართველოს ნაკრების მხრიდან ლელო მამუკა გორგიძის ანგარიშზეა .

3 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 5 ქულა აქვს და ბოლოს წინა მეოთხე ადგილზე  იმყოფება. 
შემდეგ შეხვედრას ქართველი მორაგბეები 11 ოქტომბერს ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი თბილისის დროით 14:15 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი