"სტრატეგია აღმაშენებელი" - "ახალმა საქართველომ"  საზოგადოებრივი მოძრაობა დააფუძნა 

01 ოქტომბერი 2019, 21:07 1735 ნახვა

ძლიერი ადამიანი, ძლიერი ოჯახი და ძლიერი სახელმწიფო, - ეს არის გიორგი ვაშაძის ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის “სტრატეგია აღმაშენებელის”, სამი ძირითადი ფასეულობა. ორგანიზაციის პრეზენტაცია ცოტა ხნის წინ “ივენთ ჰოლში” შედგა და მას ექსპერტები, პოლიტოლოგები, პოლიტიკოსები, იურისტები ესწრებოდნენ.

გიორგი ვაშაძემ შეკრებილ საზოგადოებას  “სტრატეგია აღმაშენებელის” სახელწოდებით საქართველოს განვითარების გეგმა წარუდგინა და განაცხადა, რომ პროექტზე 50 ქართველი და უცხოელი ექსპერტი მუშაობდა, ამ გეგმის მიზანი კი საქართველოს რეგიონის ცენტრად გარდაქმნაა. თუ რა მიზნები ექნება “სტრატეგია აღმაშენებელს” 2020 წლის არჩევნებზე, ამის შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი