ე.წ. “მუხროვანის ამბოხი” - პარლამენტში დაპირისპირების მიზეზი გახდა

01 ოქტომბერი 2019, 18:05 1418 ნახვა

პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს დაპირისპირების ფონზე წარიმართა. ადა მარშანიამ გიგა ბოკერიას მკვლელი, მწამებელი და უნამუსო უწოდა. ადა მარშანიას პროტესტი „მუხროვანის საქმეზე“ ირაკლი სესიაშვილსა და გიგა ბოკერიას შორის კამათმა გამოიწვია.

„ევროპული საბჭოს“ წევრმა აღნიშნა, რომ „უჭირს იმის ყურება, რომ დარბაზში პუტინის ხალხი ზის, მაგრამ ამას ეგუება“. ამ რეპლიკის შემდეგ, ადა მარშანიამ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მიმართა და მათ „ლაჩრები“ და „მოღალატეები“ უწოდა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი