ბათუმის ,,დინამომ'' ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 29-ე ტურში ბათუმის ,,დინამომ'' მორიგი გამარჯვება მოიპოვა. შავიზღვისპირელებმა წყალტუბოში გამართულ შეხვედრაში ქუთაისის ,, ტორპედო'' 2-1 დაამარცხა. მე-13 წუთზე ანგარიში ანგარიში ზაზა ციცქიშვილმა გახსნა და რიონისპირელები დააწინაურა.
ორ წუთში ნავალოვსკის გადაცემა გიული მანჯგალაძემ გოლით დაასრულა და ბათუმელებმა ანგარიში გაათანაბრეს. პირველი ტაიმის მიწურულს ჯოვინო ფლამარიონმა თერთმეტ მეტრიანი ზუსტად შეასრულა და ,,დინამომ'' პირველი ტაიმი 2-1 მოიგო. ბათუმელებმა ეროვნულ ჩემპიონატში ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მოიპოვეს.
29 ტურის შემდეგ გია გეგუჩაძის გაწვრთნილ ბათუმის ,,დინამოს'' 61 ქულა აქვს და პირველ ადგილზე იმყოფება. უშვალო კონკურენტმა თბილისის ,,დინამომ'' გუშინ ,,სიონს'' ფრედ ეთამაშა და 58 ქულით და ერთი გამოტოვებული მატჩით მეორე ადგილზეა. თბილისის ,,დინამო'' გამოტოვებულ შეხვედრას 2 ოქტომბერს ,,საბურთალოს'' წინააღმდეგ გამართავს.
30-ე ტურში შავიზღვისპირელები 6 ოქტომბერს თბილისის ,,დინამოს'' მიიღებს. შეხვედრა ანგისის ბაზაზე 18:00 საათზე დაიწყება.