საარჩევნო ბლოკი - “პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის” მაჟორიტარობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტში 68-ე ოლქში, ამირან ბერიძე და ამავე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი აჭარის უმღლეს საბჭოში ზვიად ბოლქვაძე, ჩაქვის მოსახლეობას შეხვდნენ. მათ ჩაქვში არსებულ პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრეს. ადგილობრივების ინფორმაციით, უკვე 20 წელია უწყლობა აწუხებთ, ასევე პრობლემად რჩება მოსახლეობის დასაქმება და მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა.