სალომე ზურაბიშვილი - „შეწყალება ეხება არა ანგელოზებს, არამედ - დამნაშავე პირებს“

28 სექტემბერი 2019, 20:20 1533 ნახვა

„შეწყალება ეხება არა ანგელოზებს, არამედ - დამნაშავე პირებს“ - ასეთია სალომე ზურაბიშვილის პირველი გამოხმაურება სკანდალური შეწყალებების შემდეგ. პრეზიდენტი ამბობს, გადაწყვეტილება თავად მიიღო, მორატორიუმის გამოცხადებას კი ფრთხილი გადაწყვეტილება უწოდა.

კრიტიკის ახალი ტალღა მოჰყვა სალომე ზურაბიშვილის ამ განცხადებებსაც. საზოგადოების აღშფოთება იმ პირთა შეწყალებამ გამოიწვია, ვინც მძიმე დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს. მათ შორის არიან 22 წლის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის, ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის შვილის - დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები.

ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე წლის განმავლობაში იძებნებოდა. სკანდალური შეწყალების შემდეგ პროკურატურამ მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში