11 წლიანი პაუზის შემდეგ ორი ქვეყნის მთავარი დიპლომატების პირველ შეხვედრას თბილისში აშშ-ის საელჩო ტვიტერის მიკრობლოგში გამოეხმაურა. დიპლომატიური მისია ზალკანიანი-ლავროვის შეხვედრას მიესალმება, საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას კიდევ ერთხელ მხარდაჭერას უცხადებს და რუსეთს უკანონო ოკუპაციის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
ნიუ-იორკში შეხვედრას რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში. ზალკანიანი-ლავროვის პირველ შეხვედრას სრული მხარდაჭერა მოჰყვა ევროკავშირის მხრიდანაც.
ეუთოსთვისაც. მნიშვნელოვანია, რომ არსებობს კონსტრუქციული დიალოგის იმედი.