იმედია ეს შეხვედრა საქართველოსა და რუსეთს შორის პრობლემების მოგვარებას ხელს შეუწყობს - გახარია

27 სექტემბერი 2019, 10:47 1461 ნახვა

იმედს გამოვთქვამ, რომ ეს შეხვედრა, რომელიც შედგა გენერალური ასამბელის შტაბბინაში, ხელს შეუწყობს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთულესი პრობლემების მოგვარებას - ეს განცხადება პრემიერ მინისტრმა გააკეთა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ერთმანეთს გუშინ, 26 სექტემბერს შეხვდნენ. გიორგი გახარიამ დღეს ამ აუდიიენციის შესახებ ჟურნალისტებს შეკითხვებს უპასუხა. 

გახარია ამბობს, რომ ამ პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა არის საერთაშორისო წესები, საერთაშორისო კანონმდებლობა და მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს პარტნიორებთან.

''ამ სულისკვეთებით შედგა ეს შეხვედრა, სრულ სინქრონშია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. სწორედ ამიტომ ჩვენ დღეს ამ გადმოსახედიდან, სწორედ 27 სექტემბერს უნდა გვესმოდეს, რომ ომი არ არის გამოსავალი. ცივი, პრაგმატული პოლიტიკა არის ის პლატფორმა, საიდანაც უნდა ველაპარაკოთ ყველას, რათა ჩვენი ქვეყნის ერთიანობისა და დემოკრატიული განვითარებისთვის ჩავყაროთ საფუძველი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი