მას შემდეგ რაც ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს ხელი დაარტყა, დარბაზში შეურაცმხყოფელ ფრაზები ისმოდა. სხდომის წამყვანი დავით მათიკაშვილი ბესელიას დარბაზიდან გაყვანას ითხოვდა, პარალელურად კი ეკა ბესელია ზარდიაშვილს ნაძირალას და ადეიშვილის ხელის ბიჭს ეძახდა. ბესელია ვანო ზარდიაშვილის რეპლიკამ გააღიზიანა, რომელმაც “ბესელიას მორალი” ნეგატიურ კონტექსტში ახსენა. რეპლიკები მას შემდეგ გაისმა, რაც მირანდა ირემაძეს დეპუტატებმა კრიტიკული კითხვები დაუსვევს.
დეპუტატები, ძირითადად, მისი წარსული საქმიანობით დაინტერესდნენ. მირანდა ერემაძემ დღეს განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების დროს არსებული საკანონმდებლო ჩარჩო ქმნიდა მოსამართლეებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის შესაძლებლობას. ასევე თქვა, რომ წინა ხელისუფლების დროს არსებობდა სპეციალური გაიდლაინები, რომ რაღაც სასჯელებთან მიმართებით მიდგომა მკაცრი ყოფილიყო.
კანონმდებლები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უკვე მეოთხე დღეა უსმენენ.