ბათუმი ფოტოდღეები 2019-ის დასკვნითი გამოფენა “სელას კვალდაკვალ“ გაიხსნა. დღეს იტალიელი ფოტოგრაფის ვიტოლიო სელას 90-იანი წლების სვანეთის შავ-თეთრი ფოტოები გამოფინეს. ფოტოდღეები 30 აგვისტოს დაიწყო.
ამ დროის განმავლობაში, გაიხსნა სხვადასხვა გამოფენა, ჩატარდა ღამის ჩვენებები და კონკურსი ფოტოგრაფებისთვის. ფესტივალში მონაწილეობდნენ კონკურსანტები მთელი მსოფლიოდან.