საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ირგვლივ მიმდინარე პროცესებს პარლამენტში აფასებენ. ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ საქმე აქვთ კიდევ ერთ მცდელობასთან, შეიცვალოს არხის სარედაქციო პოლიტიკა.
უმრავლესობა კი ელოდება სასამართლოს განაჩენს, მანამდე კი ისინი ყოველგვარ სუბიექტურ ინტერესებს სარედაქციო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით გამორიცხავენ.