ნიუ იორკში იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც. დავით ზალკანიანი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა.
უწყების ინფორმაციით, დავით ზალკალიანმა თომას გრემინგერთან განიხილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობა და ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენები.
უწყების ცნობით, მხარეებმა შეშფოთება გამოთქვეს ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელების, ე.წ. გადასასვლელების ჩაკეტვის, მოსახლეობის გატაცებების გახშირებული ფაქტებისა, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონო საგუშაგოს აღმართვის გამო. შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთანაც.