ეკა ბესელია აცხადებს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით აშანტაჟებენ დეპუტატებს, მათ შორის უმრავლესობის წევრებს, რომელთა შორის არიან ქალებიც. დამოუკიდებელი დეპუტატის ამ განცხადებას გია ვოლსკი უსაფუძვლოს უწოდებს.
დეპუტატის თქმით, მსგავსი მეთოდებით სხვა ხელისუფლება მოქმედებდა და ეკა ბესელია ამ ფორმით იბრძვის პოლიტიკურ ველზე.