სამართალდამცველებმა დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეს 5 000 დოლარის სანაცვლოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმებას დაჰპირდა.
ბრალდებულმა მამაკაცი დაარწმუნა, რომ სანაცნობო წრის საშუალებით სამინისტროში დაასაქმებდა, თანხის ნაწილი 3 500 ლარი კი, წინასწარ გამოართვა.
ბრალდებული თანხის გადაცემის დროს აიყვანეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.