პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატებს მოუსმენენ

23 სექტემბერი 2019, 09:50 1241 ნახვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს დღეს პარლამენტში, იურიდიულ კომიტეტის სხდომაზე უსმენენ. 

დეპუტატები თავდაპირველად თამარ ალანიას და მერაბ გაბინაშვილს გაესაუბრებიან. ეს მოსამართლეები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 2018 წლის 24 დეკემბერს პარლამენტისთვის წარდგენილი იმ ათკაციან სიაშიც იყვნენ, რომელთა განხილვაც პარლამენტმა შეაჩერა.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება საჯარო ფორმატში მოხდება და მათთან კითხვების დასმის შესაძლებლობა ექნებათ როგორც ოპოზიციის, ასევე მესამე სექტორის წარმომადგენლებს. თითო კანდიდატის მოსმენისთვის კი 6-საათიანი დრო იქნება განსაზღვრული.

რაც შეეხება კონკრეტულ ვადას, თუ როდის დასრულდება მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება, ეს განსაზღვრული არ არის.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატია წარდგენილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი