პრეზიდენტის შეწყალებულების საქმეზე, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით, გამოძიება დაიწყო

20 სექტემბერი 2019, 13:27 2185 ნახვა

პრეზიდენტის მიერ შეწყალებულების საქმეზე გამოძიება დაიწყო. კონკრეტულად კი საგამოძიებო უწყების განცხადებიდან ირკვევა, რომ პოლიციელის მკვლელობაში მსჯავლდებული რამაზ დევაძის, არასრულწლოვანის მკვლელობაზე გასამრთლებული ასლან ბეჟანიძისა და სხვა პირთა შეწყალების ფაქტე შესაძლოა სამსახურებრივი უფლებამოსილების  ბოროტად გამოყენებას ჰქონოდა ადგილი.

"ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები, გუშინ საუბრობდნენ იმაზე, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან კონკრეტული პირების შეწყალების საკითხს მისი მდივანი დიმიტრი გაბუნია ლობირებდა. ოპოზიციის მტკიცებით , მათ წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ გაბუნია ამაში ფულს იღებდა. ფაქტზე ოპოზიციის წარმომადგენლები გამოძიების დაწყებას ითხოვდნენ. ოპოზიციონერები ამბობდნენ, რომ აღნიშნულის დადასტურების შემთხვევაში, შესაძლოა, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხიც დაწყებულიყო.

პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია:

"საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ."

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი