306 ადამიანი დაიღუპა ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად ბოლო 7 თვის განმავლობაში საქართველოში. გასულ წელთან შედარებით გაზრდილია რეგისტრირებული ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი მთელ ქვეყანაში. განსაკუთრებით კი დედაქალაქში. სტატისტიკა საგანგაშოა - სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში ახალი სტრუქტურის შექმნაა აუცილებელი, ასევე საგზაო მოძრაობის რეგულირების პროცესში სახელმწიფოს როლი უნდა გაიზარდოს.