დავით აღმაშენებლის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში იუნკერებმა ფიცი დადეს. აკადემიის დასრულება მათ პრეზიდენტმა მიულოცა. გიორგი მარგველაშვილმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპულ გმირთა ხსოვნას და კურსდამთავრებულებს მიმართა.