სააღმზრდელო პროცესი დაიწყო დღეს საჯარო ბაღებშიც. ქალაქში 33 საბავშვო ბაღია, მათგან ორში სარემონტო სამუშაოების გამო სააღმზრდელო პროცესი დაახლოებით ერთი თვის დაგვიანებით დაიწყება. წელს ბათუმში 1600 ბავშვი ბაღის გარეშე დარჩა, მიზეზი ქალაქის ურბანულ ზრდაა.
განსაკუთრებით დეფიციტია ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. ოპოზიცია ხელისუფლებას ვაუჩერულ სისტემაზე გადასვლას სთავაზობს.
ელექტრონული რეგისტრაციისას, მშობლების მიერ შევსებულ განაცხადებში პრიორიტეტისა თუ მისამართის შეცდომით მითითების გამო ჩარიცხულ ბავშებს ხელახალი რეგისტრაცია და რიგში ლოდინი მოუწევთ.