მეორე ოქრო - ლაშა გობაძე მსოფლიო ჩემპიონია

15 სექტემბერი 2019, 19:39 3407 ნახვა

ლაშა გობაძე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონია. 82 კგ. წონით კატეგორიაში აჭარის საჭიდაო სკოლის აღზრდილმა  აზერბაიჯანელი რაფიგ ხუსეინოვი 5:3 დაამარცხა.  

დღეს საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა ნუგზარ წურწუმიამ მოიპოვა ნურსულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი.

ქართველმა  ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა 12 წლიანი ნავსი გატეხეს და ჩემპიონობა იზეიმეს.97 კგ.წონით კატეგორიაში ხვალ მესამე ადგილისთვის იბრძოლებს გიორგი მელია , რომელმაც საქართველოს ოლიმპიური  ლიცენზია მოუტანა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში