მოსამართლეთა შერჩევის პროცესი

14 სექტემბერი 2019, 21:25 1091 ნახვა

მატლიან შოკოლადზე ნაკლებ სახიფათოდ არ აღიქვამენ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩეული კანდიდატების უვადოდ დანიშვნას მესამე სექტორი და ოპოზიცია.  მოსამართლეთა შერჩევის პროცედურებს  აკრიტიკებს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი.  

მათ ანგარიშში საუბარია,  პროცესების ხარვეზებით წარმართვაზე, კერძოდ გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება არ იყო შესაბამისად უზრუნველყოფილი და  რომ გასაუბრების ადგილმდებარეობაც არ იძლეოდა პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობას.

მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის სამუშაო ჯგუფში არასამთავრობო ორგანიზაციები არ არიან მიწვეული, კრიტიკულ შეკითხვებს თავად  მოსამართლეობის კანდიდატებს კომიტეტის სხდომაზე  დაუსვამენ.  კომიტეტში კანდიდატების კონსტიტუციისა და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობას სამუშაო ჯგუფი დაადგენს,  რომელიც 10 დღე იმუშავებს. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში