ვაპირებთ აქტიურ კრიტიკას, თუმცა არ ვაპირებთ ტალახის სროლასა და ცილისწამებას - სერგი კაპანაძე 

14 სექტემბერი 2019, 18:41 1395 ნახვა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე ამბობს, რომ გუშინ "ევროპული საქართველოსა" და "თავისუფალი დემოკრატების"  ინიციატივას ივანიშვილის გუნდისგან  აგრესიული რეაქცია მოჰყვა, რაც მოულოდნელი არ ყოფილა.

„ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ მივიჩნევენ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ, თუკი ვერ მოხერხდა „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციის შექმნაზე შეთანხმება, ეს არასაკმარისი, მაგრამ აუცილებელი პირობაა ქვეყნის წინ წასასვლელად.

"ევროპული საქართველო და თავისუფალი დემოკრატები მივიჩნევთ, რომ ეს არასაკმარისი მაგრამ აუცილებელი პირობაა ქვეყნის წინ წასასვლელად. მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ამოცანაა ივანიშვილის და პროპუტინური ძალების ძალაუფლებიდან ჩამოშორება. ამ მოწოდებას მოყვა სრულიად აგრესიული რეაქცია ივანიშვილის გუნდისგან და მისი სატელიტებისგან. რაც მოულოდნელი არ ყოფილა"- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

იგი "ძალა ერთობაშია" კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის თაკო ჩარკვიანის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იგი სავსე იყო ტყუილითა და ცილისწამებით.

"აღსანიშნავია რომ ნაციონალური მოძრაობის გარშემო გაერთიანებული ,,,ძალა ერთობაშია " კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის განცხადება ჩვენი ინიციატივის კრიტიკას კი არ წარმოადგენდა, ან თუნდაც მწვავე შეფასებას, არამედ იყო ბინძური და აბსურდული ცილისწამება, თითქოს ივანიშვილთან კოალიციის არშექმნაზე პირობის დადება ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება"- განმარტა სერგი კაპანაძემ.

გუშინ, „ევროპულმა საქართველომ“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდეს არჩევნების შემდეგ „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაში არ შესულიყვნენ.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი