ინციდენტი გონიოში - როგორც ანტისაოკუპაციო აქციების აქტივისტი გვიყვება, მან დასასვენებლად მყოფ ზაქარია ქუცნაშვილს „გავრილოვის მონა“ უწოდა, რასაც „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის ცოლის გაღიზიანება მოჰყვა და მას სახეში ხელი დაარტყა.
საქმეზე დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა აქტივისტი ამბობს, რომ პოლიციას ქუცნაშვილის და მისი ცოლის იდენტიფიცირება ადგილზე არ მოუხდენია. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი იგი ჯერ არც განყოფილებაში გამოუკითხავთ.