დეპუტატები საკუთარ კაბინეტებს საკუთარი ხარჯით შეღებავენ - ახალ ოთახებში კი საქმიანობას 2020-ში დაასრულებენ - ეს ამ მოწვევის უმაღლეს საბჭოს ეხება, რომელიც ახალ შენობაში გადადის, მომავლიდან კი ახალ მისამართს მომდევნო შემადგენლობას გადაულოცავს.
სხვათაშორის წარმომადგენლობითი ორგანო, წინა მთავრობის დროს გარემონტებულ შენობაში განთავსდება, მაშინ დახარჯული 6 მილიონის მიუხედავად, შენობა ისევ სარემონტოა. ოთახებში წყალი ჩადის, დაზიანებულია ინტერიერი.