გერმანულმა სპორტულმა სააგენტომ transfermarkt.de-მ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები განაახლა. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი თბილისის ,,დინამოს’’ 20 წლის ნახევარმცველი ნიკა ნინუა გახდა. დედაქალაქური კლუბის ახალგაზრდა ფეხბურთელის ფასი ბოლო 4 თვეში 450 000 ევროთ გაიზარდა და 850 000 ევროს შეადგეს. მერე პოზიციას ,,დინამო’’ ბათუმის 23 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი ფლამარიონ ჯოვინო იკავებს.ბათუმელთა ლეგიონერის ფასმა 50 000 ევროთ მოიმატა და ფეხბურთელის ღირებულება 475 000 ევროს შეადგენს. ფლამარიონი ეროვნულ ლიგაში ყველაზე ძვირადღირებული ლეგიონერია. მესამე ადგილზე თბილისის ,,დინამოს’’ 26 წლის ნახევარცველი ნოდარ ქავთარაძეა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება არ შეცვლილა და 450 000-ს ევროს შეადგენს.
ეროვნული ჩემპიონატის 10 ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელს შორის 4 ლეგიონერია. საქართველოს ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული ლეგიონერები: ბრაზილიელი ფლამარიონ ჯოვინო , განელი კვამე კარიკარი , ესპანელი ხოსე პერალესი და ფრანგი ვაგნერ გონსალეში არიან.
ათეულში თბილისის ,,დინამოსა’’ და თბილსის ,,საბურთალოს’’ ოთხ-ოთხი და თითო ბათუმის ,,დინამოსა’’ და ქუთაისის ,,ტორპედოს’’ ფეხბურთელები მოხვდენენ.
კრისტალაბეთ ეროვნუნული ლიგის 10 ყველაზე ძვირადღირბული ფეხბურთელი:
1. ნიკა ნინუა - თბილისის ,,დინამო’’ - 20 წლის - 850 000 ევრო
2. ფლამარიონ ჯოვინო - ,,დინამო’’ ბათუმი - 23 წლის - 475 000 ევრო
3. ნოდარ ქავთარაძე - თბილისის ,,დინამო’’ – 26 წლის - 450 000 ევრო
4. გიორგი კოხრეიძე - თბილისის ,,საბურთალო’’ – 20 წლის - 450 000 ევრო
5. ლუკა ლაკვეხელიანი - თბილისის ,,საბურთალო’’- 20 წლის- 425 000 ევრო
6. ნიკა მალი - თბილისის ,,საბურთალო’’ – 20 წლის - 425 000 ევრო
7. როინ კავასხვაძე - ქუთაისის ,,ტორპედო’’ – 30 წლის - 400 000 ევრო
8. კვამე კარიკარი - თბილსის ,,დინამო’’ – 27 წლის - 400 000 ევრო
9. ხოსე პერალესი - თბილსის ,,დინამო’’ – 26 წლის - 400 000 ევრო
10. ვაგნერ გონსალეში - თბილსის ,,საბურთალ’’ – 23 წლის - 400 000 ევრო