ვერ წარმოვიდგენდი, რომ ისევ დავდგებოდით სახელმწიფოებრიობის დაკარგვის წინაშე - ბადრი ჯაფარიძე

12 სექტემბერი 2019, 12:25 2264 ნახვა

"ჩვენ დავამარცხოთ უნდა დამარცხების სინდრომი, დავძლიოთ თითოეულმა და ყველა ჩვენგანმა დავდოთ ლელო" - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციაზე დროს ანაკლიაში. 

"30 წლის წინ, იმ ბედნიერ დღეს, მე ერთ-ერთი ხელმომწერი ვიყავი დამოუკიდებლობის აქტზე, ვერ წარმოვიდგენდი, რომ თითქმის 30 წლის შემდეგ, ჩვენი სახელმწიფო ისევ დადგებოდა სახელმწიფოებრიობის დაკარგვის წინაშე," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ, რომელიც მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" თანადამფუძნებელია.  

ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ანაკლიაში სტრატგიული მნიშნელობის პორტს აშენებენ.  პორტის მშენებლობას შეფერხების საფრთხეზე მას შემდეგ დაიწყო საუბარი, რაც მამაუკა ხაზარაძისა და  ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლი სსაქმე აღიძრა, მათ 11 წლის წინაანდელ ტრანგზაციის გამო ედავებიან. პროკურატურა ფულის გათეთრების საქმეს სწავლობს.

თიბისი ბანკის დამფუძნებლები კი აცხადებენ, რომ მათ წინააღდეგ დევნის დაწყება, ანაკლიის პორტის მშენებლობის შეფერხების სურვილითაა ნაკარნახევი. ბიზნესმენები აცხადებდნენ, რომ საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პორტი აგებას რუსეთის ინტერესებში არ შედის. . 

ანაკლიის პორტის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა აშშ ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეთიუ ბრაიზამ და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ამ პროექტის მშენებლობით დაამტკიცებს, რომ რეალურად დამოუკიდებელი  ქვეყანაა

ანაკლიის პორტის კონსორციუმი დატოვა ამერიკელმა პარტნიორებმა. 

 

სოფო ჟღენტი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი