საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი დღეს განახლდება

12 სექტემბერი 2019, 11:56 1419 ნახვა

ორ კვირიანი სანაკრებო პაუზის შემდეგ საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა დღეს განახლდება. 27-ე ტური ბოლნისში თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე გაიხსნება.შეხვედრაში ადგილობრივი ,,სიონი’’ ჩემპიონ თბილისის ,,საბურთალოს’’ უმასპინძლებს. მატჩს  ირაკლი კვირიკაშვილი განსჯის. მატჩი 15:00 საათზე დაიწყება.

დღეს კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება ეროვნულ ლიგაში . იმერულ დერბიში საჩხერის ,,ჩიხურა’’ ივანწმინდაში  ქუთაისის ,,ტორპედოს’’ მიიღებს. შეხვედრის მთავარი არბიტრი ტარეილ რუხაია იქნება.ზემოიმერლები 31 ქულით მეექვსე პოზიციაზე იმყოფებიან , რიონილსპირელებს კი 38 ქულით მეოთხე ადგილს იკავებენ , ქუთაისლებს ერთი მატჩით ნაკრები აქვთ ჩატარებული. იმერული დერბი 16:30 საათზე დაიწყება.

27-ე ტურის დარჩენილი 3 მატჩი 14 და 15 სექტემბერს გაიმართება.

14 სექტემბერი

გორის ,,დილა’’ – ‘’რუსთავი’’  18:00 საათი

,,დინამო’’ ბათუმი - თბილისის ,,ლოკომოტივი’’ 20:00 საათი

15 სექტემბერი

თბილისის ,,ვიტ ჯორჯია’’ - თბილისის ,,დინამო’’ 18:00 საათი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი