არის თუ არა სკანდალური წერილის ავტორი გიორგი გახარია? გზავნილის, რომელიც მამუკა ხაზარაძის მტკიცებით, მან ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრისგან მიიღო. ინგლისელმა სპეციალისტებმა წერილზე ათეულობით თითის ანაბეჭდი იპოვეს, რომლებიც ახლა საქართველოს ბაზაში არსებულ ანაბეჭდებს უნდა შეადარონ.
ანუ, ჯერი ახლა ქართულ მხარეზეა. ბიზნესმენების ადვოკატები პროკურატურას მოუწოდებენ მოახდინონ სამართლებრივი რეაგირება, საგამოძიებო უწყება კი გამოძიების გაჭიანურებაში ბრალს მამუკა ხაზარაძეს სდებს.
სრულ დასკვნას გახმაურებულ საქმეზე ხაზარაძე ჯაფარიძის უფლებადამცველები ლონდონიდან ერთ კვირაში ელოდებიან.