საოკუპაციო ძალები, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონო სამუშაოებს აწარმოებენ, რაც უკიდურესად სახიფათოა - განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, მსგავსი ქმედება საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას სერიოზულად აზიანებს.
''საოკუპაციო ძალები, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონო სამუშაოებს აწარმოებენ ორ ადგილზე. ხოლო, ოკუპირებულ სოფელ წნელისში განთავსებულია საოკუპაციო ძალების ე.წ. "საგუშაგო".
აღნიშნული წარმოადგენს უკიდურესად სახიფათო და დესტრუქციულ ქმედებას, რაც სერიოზულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს და დამატებით პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობას საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს. აღნიშნულთან, დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი'' - წერია სუს-ის განცხადებაში.
პროცესში ჩართულნი არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარები. სუს-ის ცნობით, ინფორმირებულია ყველა საერთაშორისო პარტნიორი.