ბათუმის საქალაქო სასამართლომ კაცის მძევლად აყვანის საქმის არსებითი განხილვის დაწყება ისევ ვერ შეძლო. საქმე იმაშია, რომ ამ დრომდე ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პროცესი არ დასრულებულა. სულ 14 მსაჯულია მოქალაქეებს შორის შესარჩევი, ჯერ-ჯერობით კი მხოლოდ 5-ია შერჩეული.
კანდიდატებად გამოძახებული მოქალაქეების უმეტესობა ამ პასუხისმგებლობის დაკისრებაზე უარს ამბობს, ამასობაში კი 9-თვიანი პატიმრობის ვადა გადის. პირველი, თუმცა ჯერ არშემდგარი საქმე ნაფიცი მსაჯულებით და იურისტების რეკომენდაციები