პროპორციული საარჩევნო სისტემა - უმაღლეს საბჭოში დოკუმენტი დარეგისტრირდა

10 სექტემბერი 2019, 14:48 977 ნახვა

აჭარის კონსტიტუციაში ცვლილებები შედის, შესაბამისი კანონპროექტი უკვე დარეგისტრირებულია,  ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში 2020 წელს აჭარაში უმაღლესი საბჭოს არჩევნები შერეულის ნაცვლად პროპორციული სისტემით ჩატარდება, ბუნებრივი  ბარიერითა და ბლოკების  გარეშე.

ბუნებრივი ბარიერი ამომრჩევლისა და მანდატების რაოდენობის გათვლისწინებით ახლა მოქმედ 5 პროცენტიან მაჩვენებელს თითქმის უტოლდება.
 

საკითხი ქართული ოცნების  დეპუტატების მიერაა ინიცირებული, მანამდე უმაღლეს საბჭოს რეგიონში მოქმედმა 8 ოპოზიციურმა პარტიამ  მიმართა. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი