კაცის მძევლად აყვანისა და ძარცვის საქმეზე ბრალდებული 3 პირი შესაძლოა პატიმრობიდან გათავისუფლდნენ

10 სექტემბერი 2019, 11:19 1153 ნახვა

კაცის მძევლად აყვანისა  და ძარცვის საქმეზე  ბრალდებული 3 პირი  შესაძლოა პატიმრობიდან გათავისუფლდნენ, რადგან განსაზღვრულ დროში ნაფიცმსაჯულთა საჭირო რაოდენობის კანდიდატები ვერ შეირჩა, პატიმრობის  9 თვიანი ვადა კი 27 სექტემბერს იწურება.  

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დაკომპლექტება თითქმის 7 თვეა მიმდინარეობს და ამ დროისთვის მხარეები მხოლოდ 4 კანდიდატზე შეჯერდნენ.  

მხარეებმა 12+2 ნაფიც უნდა შეარჩიონ და ბათუმში პირველად მათ ვერდიქტი სისხლის სამართლის საქმეზე  უნდა გამოიტანონ. კანდიდატების შერჩევა  ბათუმის საქალაქო სასამართლო დღეს 16 საათზე გაგრძელდება. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი