“ქართული ოცნების“ მე-5 პრემიერი 7 წელში. 2012 წლიდან დღემდე ყველაზე ხანგრძლივად ამ პოსტზე გიორგი კვირიკაშვილი იყო . ქართული ოცნების პოლიტ საბჭომ კვირიკაშვილის გადაგომის მიზეზად საქართველოში არსებული სიღარიბე და გაეროს კვლევა დაასახელა.
კვირიკაშვილამდე იყო ირაკლი ღარიბაშვილი , მაშინ 33 წლის ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადეს და გადაგომის ოფიციალური მიზეზი არ დაასახელეს. „ქართული ოცნების“ პირველი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი იყო, პოსტი მას ყველაზე მცირე ხნით ეკავა. მამუკა ბახტაძე კი, რომელმაც პოსტზე 1 წელი და რამდენიმე თვე იმუშავა, 3 სექტემბერს გადადგა, თუმცა ისე, რომ წასვლა ფეისბუკით გაგვაგებინა.