ტყვიები, ლარის კურსი და ანაკლიის პორტი - გახარია პარტია ‘’ქართულ ოცნებასთან’’

07 სექტემბერი 2019, 21:25 1310 ნახვა

პრემიერობის კანდიდატს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები, რამდენიმე საათის განმავლობაში უსმენდნენ. გიორგი გახარიამ იმ მთავარ პრინციპებს გაუსვა ხაზი, რომელიც ახალი მთავრობის მუშაობის ძირითადი პრიორიტეტები იქნება. მამუკა მდინარაძე დაინტერესდა, რა ტიპის ტყვიები გამოიყენა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ვისი ბრძანებით, რა საფუძვლით მოხდა მათი გამოყენება და ზოგადად, ვინ მიიღო გადაწყვეტილება სპეციალური საშუალებების გამოყენებაზე. 

დეპუტატ აკაკი ზოიძეს კი კითხვა ჰქონდა, რა კონკრეტული ნაბიჯები იგეგმება და გადაიდგმება, ერთი წლის განმავლობაში,  სიღარიბის შემცირებისთვის და ადამიანთა ცხოვრების დონის გაუმჯობესებისთვის. გიორგი გახარიას თქმით, ყველა უნდა შეთანხმდეს საქართველოში, რომ პოლიტიკური რეალობა ფიზიკური ძალადობით ვეღარ შეიცვლება. ამისთვის არსებობს არჩევნები, პარლამენტი და მიკროფონი. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტში მიკროფონს აღარ გამორთავენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი