ქობულეთში მშენებლობაზე დაღუპული მუშის ფაქტზე შრომის ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო

07 სექტემბერი 2019, 15:10 1506 ნახვა

ქობულეთში, მშენებარე სასტუმროს ტერიტორიაზე მუშის დაღუპვის ფაქტზე შრომის ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო. უწყებაში გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ჩვენს ეთერში შემთხვევასთან დაკავშირებით მომზადებული სიუჟეტი გავიდა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ რეგულაციების მიხედვით, მშენებელი კომპანია ვალდებული იყო მომხდარის შესახებ შრომის ინსპექციისთვის ეცნობებინა, რაც არ მომხდარა.

ამის გამო კი “შპს კრისტალ ბილდინგს” სანქციები დაეკისრება. შემთხვევა, რომლის შედეგადაც ერთი მუშა დაიღუპა ერთი კი დაშავდა, ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, 4 სექტემბერს მოხდა. თუმცა ფაქტი გუშინ, ტელეკომპანია 25-ე არხის მიერ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გახმაურდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი